სად მალავს ბუნება
Jump to navigation
Jump to search
სად მალავს ბუნება ავტორი: ტერენტი გრანელი |
სად მალავს ბუნება
იდუმალ ძალას.
ქარმა მობრუნება
არ დამაცალა.
მზე, როგორც ფრინველი,
ჩქარია ფრიად.
უფრო საშინელი
დღეები ჰქრიან.
რისთვის არ ინთები,
ცისკენ მგზავნიან.
ფიქრი გარინდების
რისი ნიშანია.
და მალავს ბუნება
იდუმალ ძალას.
ქარმა მობრუნება
არ დამაცალა.