მთვარე ფანჯარასთან
Jump to navigation
Jump to search
მთვარე ფანჯარასთან ავტორი: ტერენტი გრანელი |
ჩემი თვალები ისევ სავსეა,
ვღებულობ სიკვდილს, მალე თუ მოვა.
და სევდა უფრო ცეცხლის მსგავსია,
და სევდა უფრო საიდუმლოა.
და ფიქრმა ისევ მაღლა გასწია,
გაჩნდა ოცნების ცისფერი მხარე.
დგას ფანჯარასთან ეს აკაცია
და ფანჯარასთან ჩერდება მთვარეც.